Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე;
ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები. გადავხედეთ ზმნებს. დოკუმენტები შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვების პრეზენტაციას. ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ შინაარსობრივ კითხვებზე. მოვიშველიეთ საკვანძო კითხვების მიმცემი რჩევები.
მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისთვის და ჩავწერეთ ღრუბლებში. გავუზიარეთ ერთმანეთს კითხვები ანუ დავამყარეთ უკუკავშირი.

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

ჩვენ  დღეს მოვიძიეთ პროექტისთვის სტანდარტები და ინდიკატორები ncp.ge-დან გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში.იდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ მიზნები და შევიტანეთ გეგმაში
ტრენინგი მომეწონა ბევრი სიახლე გავიგე. ტრენერით ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან გულისხმიერია.

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

გავიხსენით წინა დღის მასალა.შევქმენით პორტფოლიო. შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . ვისწავლეთ პროექტის მახასიათებლების მაგალითზე რა არის ჩეკლისტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ პროექტის შეფასებისას. ვიმსჯელეთ საპროექტო თემების გეგმებზე.გავეცანით წინასწარი დაგეგმვის კითხვებს.გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები. ტრენინგით კმაწოფილი დავრჩი.
მესაჭიროება საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება.

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

მე დღევანდელი ტრენინგიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე, ტრენერი ძალიან მომეწონა. გაგვაცნო კურსის პროგრამა.გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლებაში. გავხსენი  ახალი ბლოგი. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მე მჭირდება კომპიტერული უნარ -ჩვევების გაუმჯობესება.